logo
ENG



ყურაშვილი: როცა [პროკურატურაში] დაკითხვები იყო, სულ შეგრძნება მქონდა, რომ FSB მკითხავდა

19 დეკ 202214:32
3 წუთის საკითხავი
 
2022/12/19/2bxqg4lcydnyppt.jpg

[საქართველოს გენერალურ პროკურატურაში] როცა დაკითხვები იყო, სულ შეგრძნება მქონდა, რომ FSB მკითხავდა. კითხვები იყო ძალიან გამავალი, იხიდნური ჩარევები იყო. რაც შეეხება ზეწოლას, ფრჩხილები ჩემთვის არავის დაუძვრია და ასეთი ზეწოლა არ ყოფილა, მაგრამ ფსიქოლოგიურად ეს ზეწოლა ყოველთვის მუსირებდა. აქედან გამომდინარე, მე თავი უნდა შემენახა, რადგანაც ჰააგის ტრიბუნალი დაანონსებული იყო, პროკურატურისთვის განმემარტა ის სიმართლე. 2013 დააანონსეს და შექმნეს თავდაცვის სამინისტროში საგამოძიებო ჯგუფი, გენერალი კაპანაძე ჩაუდგა სათავეში. ოფიციალურად გამოვედი ტელევიზიით და განვაცხადე, რომ არ ვითანამშრომლებდი, თუ რამე კითხვები ჰქონდათ გენერალურ პროკურატურას შეუძლია დამიბაროს. მერე გადასცეს პროკურატურას, წინასწარი მოთელვითი სამუშაოები იყო ჩატარებული. ეს იყო მიმართული იმისკენ, რომ დღეს საზღვრის დარღვევაზე კი არ ყოფილიყო დაკავებული უმაღლესი მთავარსარდალი, არამედ საერთაშორისო დამნაშავედ გამოცხადებულიყო და მეტი ბერკეტი ყოფილიყო როგორც თავდაცვის მინისტრის, ისე უმაღლესი მთავარსარდლის საერთაშორისო ძებნაზე დასასმელად. 


close დახურვა